Thursday, July 8, 2010

გალაკტიონ ტაბიძის შერიგება

გაკვეთილის ზოგადი მიზნები:
მოსწავლეებში საანალიზო კითხვის ჩამოყალიბების უნარის დახვეწა–გაუმჯობესება;
გაკვეთილის კონკრეტული მიზანი:

გაკვეთილის თემის გააზრება გაანალიზება;
სიღრმისეული წვდომის, კვლევისა და ძიების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება;
გალაკტიონის ლექსის მხატვრული სახეების ანალიზი,დაკვირვება მხატვრულ ენაზე, როგორც პოეტის ერთ–ერთ უმთავრეს იარაღზე; გალაკტიონზე როგორც პოეტსა დაპიროვნებაზე ინფორმაციის ამოღება–ამოკითხვა;
ქვეტექსტზე მუშაობა;
გაკვეთილის მეთოდი:
აღმოჩენებით სწავლა:
გაკვეთილის ფორმა:
ინტერაქტიური ჯგუფური:გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა
პროვოცირება: მასწავლებლის შესავალი საუბარი გალაკტიონის უბის წიგნაკზე, თვით გალაკტიონზე მოკვდავობისა და უკვდავობის თემებზე.
დაფაზე ჩამოვწერ გალაკტიონის სიტყვებს, რომლებიცმან სიცოცხლის ბოლო წუთებში ჩაწერა უბის წიგნაკში:
''მე ყოველთვის მზად ვიყავი სიკვდილისთვის ,მე დუელში ვიწვევ მთელ დედამიწას!
გალაკტიონ ტაბიძე აღარ არის!
გაუმარჯოს გალაკტიონ ტაბიძეს!
მეფე მოკვდა!
გაუმარჯოს მეფეს!
ავუხსნი, რომ ცალაკტიონმა ამ სიტყვების მერე მოიკლა თავი და ამ სიტყვებში მან იგულისხმა ის რომ მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადებოდა ახალი სულიერი და უკვდავი მეფე. ამიტომ ჩაწერა გაუმარჯოს მეფეს!
დავავალებ მოსწავლეებს დაწეტონ თავიანთი აზრი გალაკტიონის მიერ თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე, კერძოდ მის ბოლო სიტყვებზე.
აკადემიური წერა:
ეს ნიშნავს დროში განსზღვრულ წერას მაგ:5 წუთიანი, 10 წუთიანი და ა. შ. ამ შემთხვევაში, რადგან პროვოცირებაა მივცემ 5 წუთიან ესეს.
მოსწავლეები საკუთარ აზრს დაწერენ გალაკტიონის თვითმკვლელობაზე.
აქტივობა
მინი–ლექცია დრო: 5 წუთი
რადგან ლექსის შინაარსი სიკვდილთან შერიგებაზეა მოსწავლეებს ავუხსნი, რომ გალაკტიონ ტაბიძე თავის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს სიკვდილის თემას. სიკვდილი უსამართლო და დაუნდობელია, ის ყველას მოგველის, ანადგურებს ყოველივეს, აჭკნობს და აქრობს მიწიერ დიდებასა თუ სილამაზეს. მისგან ვერაფერი გვიხსნის, გარდა ამქვეყნიური ვალის მოხდისა, სწორედ ცხოვრების გზით სამუდამო სასუფევლის დამკვიდრებისა... აქ შევხვდებით მწუხარე თვალებიან ანგელოზს, იმქვეყნად წასაყვანთა პერგამენტზე ჩამოწერილი გრძელი სიით;

No comments:

Post a Comment